სემეკი “მედია კლუბის” ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს

473

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) "მედია კლუბის" ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს. თემატიკა მოიცავს კომისიის მიერ რეგულირებადი სექტორების (ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი გაზი. წყალმომარაგება) სტრუქტურას, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, სატარიფო პოლიტიკას, მომსახურების ხარისხს, სექტორებში მოქმედ კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის არსებულ ურთიერთობებს.

"მედია კლუბის" ფარგლებში შეხვედრები დაიწყება მიმდინარე წლის თებერვალიდან და გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში. შეხვედრის დღეები განისაზღვრება მონაწილეებთან შეთანხმებით.   

მონაწილეობის მსურველებმა, არაუგვიანეს 12 თებერვლისა, უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც განთავსებულია კომისიის ვებ გვერდზე: http://gnerc.org/ge/siakhleebi/media-club-reg-form/19744

შეხვედრები გაიმართება კომისიის ოფისში. მისამართი: ა.მიცკევიჩის 19.

Comments
Loading...