სემეკი ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს დამკვირვებელი გახდა

351

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უმსხვილესი ენერგეტიკული ორგანიზაციის – ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) დამკვირვებელი გახდა. აღნიშნული სტატუსის მოპოვება სემეკს დაეხმარება ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის იმპლემენტაციაში, ინტეგრირებული ბაზრების განვითარებასა და საქმიანობის ევროსტანდარტებთან დაახლოებაში.

CEER წარმოადგენს ევროპის მარეგულირებელთა პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ევროპის 34 ენერგეტიკის დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანიზაციას. CEER-ის წევრი ქვეყნები არიან ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, ლუქსემბურგის, მალტის, ჰოლანდიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვაკეთის, ესპანეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი კომისიები. ხოლო, საქართველოსთან ერთად დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ ბოსნია-ჰერცოგოვინას, მაკედონიის, კოსოვოს, მოლდოვას, მონტენეგროსა და შვეიცარიის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიები.

http://www.ceer.eu/portal/page/portal/EER_HOME/EER_PUBLICATIONS/PRESS_RELEASES/2017/PR-17-04_CEERwelcomesGeorgia_2017-06-30_Draft.pdf

Comments
Loading...