სემეკის ინიციატივით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში “მისტიური მომხმარებლის“ პროექტი იწყება

462

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მომსახურების ხარისხის შემოწმებას იწყებს. კომისიის ინიციატივით, „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის ფარგლებში 11 იანვრიდან კომპანიების მომსახურების ცენტრებში შემოწმდება თუ რამდენად შეესაბამება კომისიის მიერ დადგენილ სტანდარტებს კომპანიებში მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების ხარისხი.

„მისტიური მომხმარებლის“ პროექტს განახორციელებს სატენდერო პირობებით შერჩეული კომპანია. პროექტის ფარგლებში მოხდება კომპანიების მიერ მომხმარებლებისათვის გაწეული ისეთი მომსახურებების შემოწმება, როგორიცაა ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება, მრიცხველის შემოწმების მოთხოვნა, ქსელზე შეჭრისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობის მოთხოვნა; აბონენტის რეგისტრაციის შეცვლა; სიმძლავრის გაზრდა; აბონენტის გაყოფა, საჩივარზე რეაგირება და სხვა. ასევე, შემოწმდება ქოლ-ცენტრის მომსახურება, ქვითარი (ბეჭდური და ელექტრონული) და მასთან დაკავშირებული პროცესები, კომპანიების ოფიციალური ვებ გვერდები და მომხმარებლის მოკლე ტექსტური შეტყობინებით ინფორმირების პროცესი.

„მისტიური მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი 21 მსხვილი და საშუალო კომპანია შემოწმდება.

კვლევით გათვალისწინებულია შემდეგი კომპანიების შემოწმება:

1. სს „თელასი“;
2. სს „ენერგო პრო ჯორჯია“;
3. სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“;
4. შპს „ყაზტრანსგაზ თბილისი“;
5. შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“;
6. შპს „საქორგგაზი“;
7. შპს ,,ჩირაღდანი -XXI საუკუნე“;
8. შპს „ვარკეთილაირი“;
9. შპს „ტაბა“;
10. შპს „ყამარი მ“;
11. სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“;
12. შპს „ინტერ გაზი“;
13. შპს „აკრიანი 2006-ი“;
14. შპს „გასკო+“;
15. შპს „დიდი დიღომი“
16. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“;
17. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“;
18. შპს „ბათუმის წყალი“;
19. შპს „რუსთავის წყალი“;
20. შპს „ქობულეთის წყალი“;
21. შპს „მცხეთის წყალი“

Comments
Loading...