სემეკის განცხადება გორში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით

274

სს "საქორგგაზის" გორის სერვის-ცენტრის შენობასთან საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) აცხადებს, რომ კომისიაში უკვე დაწყებულია საკითხის მოკვლევა.

ხვალ, 5 იანვარს, დაგეგმილია კომისიის წარმომადგენლებისა და ენერგოომბუდსმენის ქ. გორში ჩასვლა და არსებული ვითარების ადგილზე შესწავლა. კომისია ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, რომ დაიცვას მომხმარებელთა უფლებები.

Comments
Loading...