სებ-ი ხაზარაძის განცხადებაზე: არასწორია “შანტაჟად” შეფასდეს ის, რაც კანონით განსაზღვრული უფლებაა

74

“არასწორია “შანტაჟად” შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს” – ამის შესახებ მარეგულირებელი ცოტა ხნის წინ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში აღნიშნავს.

“კომერციულ ბანკში გამოვლენილი დარღვევის ადეკვატური სანქციის გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველის, პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.

ეროვნული ბანკის უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები დაკონკრეტებულია შესაბამის კანონმდებლობაში. ამ ჩამონათვალში არის, მათ შორის, მარეგულირებლის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ბანკის ადმინისტრატორების ხელმოწერის შეჩერება და/ან თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს წარსულშიც გამოუყენებია.

შესაბამისად, არასწორია “შანტაჟად” შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...