სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი 0%-ზე შეინარჩუნა

40

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, შეინარჩუნა.

დაკრედიტების ზრდის აღნიშნული ტენდენცია კონტრციკლური კაპიტალის მოთხოვნის გააქტიურების საჭიროებაზე მიუთითებს. თუმცა, მოსალოდნელია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების ლიმიტების ამოქმედება საკრედიტო ზრდას მდგრად დონემდე შეამცირებს.

კომიტეტი დააკვირდება აღნიშნული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გავლენას საკრედიტო პორტფელის ზრდაზე და გადაწყვეტილებას კონტრციკლური ბუფერის ამოქმედების თაობაზე ამის გათვალისწინებით მიიღებს.

Comments
Loading...