სებ-ის რეგულირებაში მყოფი ყველა ორგანიზაცია ვალდებული იქნება, საკრედიტო ბიუროს ინფორმაცია მიაწოდოს

87

საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროების რეგულირების ფარგლებში კიდევ ერთი ცვლილებით, საფინანსო ორგანიზაციებისთვის ბიუროსთან თანამშრომლობა ნებაყოფლობითი აღარ იქნება და ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მყოფი ყველა ორგანიზაცია ვალდებული იქნება ბიუროს ინფორმაცია მიაწოდოს.

ასევე, მსესხებლებს უფლება ექნებათ წელიწადში სამჯერ ბიუროში მათზე არსებული მონაცემები უფასოდ ნახონ. ამ დროისთვის ბაზარზე ერთადერთი საკრედიტო-საინფორმაციო ბიურო კრედიტინფოა.

შეგახსენებთ, რომ სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მომხმარებელს სტატუსი "ნეგატიური" აღარ მიენიჭება და საინფორმაციო ბიუროში ასახული იქნება მხოლოდ ფაქტობრივი მონაცემები მსესხებლის საკრედიტო ისტორიის შესახებ. შესაბამისად, საფინანსო ორგანიზაციები სესხის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ საკრედიტო ისტორიის მიხედვით მიიღებენ.

Comments
Loading...