სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო – იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ!

36

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, უერთდება, გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას. პანდემით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა!

ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა – მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. თუმცა, ეფექტიანად გამკლავებისთვის, აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს და საზოგადოების ერთიანობა – თითოეული მოქალაქის აქტიური მხარდაჭერა!

იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ!!! კრიზისული ცენტრ(ებ)ის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით (მათ შორის შეხვედრის ჩანიშვნა პანდემიის დროს) დარეკეთ 24 საათის განმავლობაში, ძალადობის საკითხებზე საკონსულტაციო ცხელ ხაზზე – 116 006 (ზარი უფასოა, კონსულტირება შესაძლებელია 8 ენაზე (ქართული ენის ჩათვლით),  ანონიმურობა დაცულია).

დღეისათვის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე, საქართველოს მაშტაბით, ფუნქციონირებს 5 ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი.

კრიზისულ ცენტრის მომსახურებ(ებ)ი მიეწოდება:

  • ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს/მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად);
  • ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო მსხვერპლს/მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად);
  • სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს/მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად).

კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) უზრუნველყოფს, შემდეგი მომსახურებებით:

  • ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაციით;
  • სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით;
  • სამართლებრივი დახმარებით;
  • საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურებით.

კრიზისული ცენტრი ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) უზრუნველყოფს, შემდეგი მომსახურებებით:

  • დროებითი (სადღეღამისო) საცხოვრისით თბილისის კრიზისულ ცენტრში (გარდა სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისა, როცა ასეთი ძალადობა არ განხორციელებულა ოჯახში ძალადობის ან/და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკიგნის) ნიშნით);
  • ფსიქოლოგიურ–სოციალური დახმარებით;
  • პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით (გარდა სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისა, როცა ასეთი ძალადობა არ განხორციელებულა ოჯახში ძალადობის ან/და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკიგნის) ნიშნით);
  • სამართლებრივი დახმარებით (ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე);
  • საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურებით;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურებით.

კრიზისული ცენტრების მდებარეობა და მისამართი:

  • ქ. თბილისი (24 საათიანი მომსახურება/სადღეღამისო საცხოვრისით), დღის მომსახურებ(ებ)ის მიღება შესაძლებელია – სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე; მისამართი: თბილისი, ბუდაპეშტის ქ. N 28;
  • ქ. ქუთაისი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე); მისამართი: ქუთაისი, დუმბაძის ქ. N 59-61;
  • ქ. გორი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე); მისამართი: გორი, ბარნოვის ქ. N 9 ა;
  • ქ. მარნეული (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე); მისამართი: მარნეული, რუსთაველის ქ. N 41, ბ. 48;
  • ქ. ოზურგეთი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე); მისამართი: ოზურგეთი, გრიბოედოვის ქ. N 21, ბ. 1.
Comments
Loading...