სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

10

2021 წლის 22 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 83 750 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.050 პროცენტით, მაქსიმალური 9.190 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.085 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Comments
Loading...