სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

394

2017 წლის 12 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში  მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 69 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7,950 პროცენტით, მაქსიმალური 8.010 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 7.995 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 8.000 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Comments
Loading...