სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

36

2019 წლის 15 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 77 150 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.220 პროცენტით, მაქსიმალური 7.310 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.278 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 7.250 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Comments
Loading...