სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

71

2018 წლის 12 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 63 230 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.200 პროცენტით, მაქსიმალური 7.290 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.253პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.500% შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Comments
Loading...