სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

196

2018 წლის 21 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 61 630 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.790 პროცენტით, მაქსიმალური 7.830 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 7.814 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Comments
Loading...