სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

337

2017 წლის 26 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 48 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.120 პროცენტით, მაქსიმალური 8.200 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 8.130 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Comments
Loading...