სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

361

2017 წლის 14 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 76 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.720 პროცენტით, მაქსიმალური 7.810 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 7.739 პროცენტით განისაზღვრა.

Comments
Loading...