სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

3

2021 წლის 5 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა.

მოთხოვნამ შეადგინა 150 630 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.000 პროცენტით, მაქსიმალური 9.330 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.222 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტი შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Comments
Loading...