სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

5

2021 წლის 5 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა.

მოთხოვნამ 47 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.380 პროცენტით, მაქსიმალური 9.480 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.404 პროცენტით განისაზღვრა.

Comments
Loading...