სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 45 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

413

2017 წლის 5 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. შესაბამისს ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 78 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.300 პროცენტით, მაქსიმალური 7.680 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7.654 პროცენტით განისაზღვრა.

Comments
Loading...