სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

36

2019 წლის 15 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 70 250 000 ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.960 პროცენტით, მაქსიმალური 6.970 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.968 პროცენტით განისაზღვრა.

Comments
Loading...