სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

456

2017 წლის 8 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 52 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.990 პროცენტით, მაქსიმალური 7.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7.040 პროცენტით განისაზღვრა.

Comments
Loading...