სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

89

2018 წლის 8 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 38 736 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.080 პროცენტით, მაქსიმალური 7.170 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7.133 პროცენტით განისაზღვრა.

Comments
Loading...