სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

355

2017 წლის 4 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 88 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.070 პროცენტით, მაქსიმალური 7.155 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.129 პროცენტით განისაზღვრა.

Comments
Loading...