სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

349

2017 წლის 19 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ცხრა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 139 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.190 პროცენტით, მაქსიმალური 7.280 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7.222 პროცენტით განისაზღვრა.

Comments
Loading...