სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

308

2017 წლის 21 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 129 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.250 პროცენტით, მაქსიმალური 7.410 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7.383 პროცენტით განისაზღვრა.

Comments
Loading...