სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

353

2017 წლის 14 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 49 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.120 პროცენტით, მაქსიმალური 7.210 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7.167 პროცენტით განისაზღვრა.

Comments
Loading...