საწყის ეტაპზე, ერთი მოქალაქე ქართული წარმოების 3 პირბადის შეძენას შეძლებს

68

როგორც ვიცით, ერთ მომხმარებელზე 3 პირბადეა, რაც სამართლიანია”-ამის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, ბრიფინგზე განაცხადა.

” ჩვენ ვსაუბრობთ მრავალჯერადი გამოყენების დოლბანდის პირბადეზე, ეს იმას ნიშნავს რომ დელიკატური რეცხვის შემთხვევაში, რამდენიმე კვირაც შეიძლება თითო პირბადე იმყოფინონ ადამიაინებმა. მოყვებათ შესაბამისი ინსტრუქცია, შეუძლიათ იკითხონ აფთიაქებში მოხმარების წესები.”-ამბობს თურნავა.

როგოც თურნავა ამბობს, როგორც მისთვის არის ცნობილი, მომხმარებელი ქართული წარმოების 3 პირბადის შეძენას შეძლებს .

” იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეხვდეს პირბადე, სააფთიაქო ქსელები გარკვეულ ლიმიტს. როგორც ვიცი, ერთ მომხმარებელზე 3 პირბადეა, რაც სამართლიანია. როდესაც შევატყობთ ეს მოცულობა ამოიყიდება, ჩვენ მას შევავსებთ”-ამბობს თურნავა.

Comments
Loading...