საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა პრეპანდემიურ ნიშნულს უბრუნდება

5

თბილისში, 2021 წლის სექტემბერში 2,997 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია, 2019 წელთან შედარებით კი 7%-ით მეტი. 

რაც შეეხება ბაზრის ზომას, 2019 წელთან შედარებით 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 138 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2021 წლის სექტემბერში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 1,980 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 8%-ით მეტი 2019-თან შედარებით. რაც შეეხება ძველ პროექტებს, ტრანზაქციების რაოდენობა 4% ით გაიზარდა 2020 და 2019 წლებთან შედარებით.

2021 წლის სექტემბერში ახალაშენებეული ბინების ბაზრის ზომა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით შემცირდა, 2019-თან შედარებით კი 13%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 9%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით, ხოლო 2019-თან – 7%-ით.

Comments
Loading...