საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში შემცირდა

15

2020 წლის მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში ათას 305 ლარსა და 90 თეთრს გაუტოლდა.

გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 10 ლარითა და 30 თეთრით. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
მსხვილი ბიზნესი – ათას 297 ლარი და 20 თეთრი;
საშუალო ბიზნესი – ათას 487 ლარი და 60 თეთრი;
მცირე ბიზნესი – ათას 186 ლარი.

ცნობისთვის, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის მე-3 კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა და 29 მილიარდ 200 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 645 ათას 600 კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.2 პროცენტით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.8 პროცენტი ქალია, ხოლო 59.2 პროცენტი – კაცი.

Comments
Loading...