საყდრისის დაცვის კომიტეტი რუსულ კომპანია “არემჯის” ვანდალურ ქმედებებში ამხელს

367

საყდრისის დაცვის კომიტეტში მიაჩნიათ, რომ რუსული კომპანია "არემჯი გოლდი" კვლავ აგრძელებს ვანდალურ ქმედებას ფიტარეთის მე-13 საუკუნის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ -"ბნელი ხევის" ტერიტორიაზე.

ამის შესახებ საყდრისის კომიტეტი განცხადებას ავრცელებს. საყდრისის კომიტეტში აცხადებენ, რომ მოსამზადებელი სამუშაოები არქეოლოგიური შესწავლის გარეშე მიმდინარეობს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის "ბნელი ხევის" კულტურულ მემკვიდრეობას, მათ შორის, ფიტარეთის მონასტერს და ხულუტიც ციხეს.

"ამასთან, იგეგმება ტერიტორიაზე არსებული ტყის საფარის 70%-ის გაჩეხვას, რაც ბოლნისის რაიონის მსგავსად ახლა უკვე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შექმნის ეკოკატასტროფის რისკებს. ამ პროცესების მიღმა კი იკვეთება, "არემჯი გოლდის" მესაკუთრის დიმიტრი ტროიცკის შესაძლო კორუფციული გარიგებები ამჯერად საკანონმდებლო ორგანოში.სწორედ სავარაუდო კორუფციული სქემების შესახებ ისაუბრებენ საყდრისის კომიტეტის წევრები მედიასთან.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე საყდრისის კომიტეტი მოუწოდებს კულტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს ერთი კვირის განმავლობაში დროულად გარკვნენ ვიტარებაში და საზოგადოებას დამაჯერებელი ინფორმაცია მიაწოდონ. წინაარმდეგ შემთხვევაში საყდრისის დაცვის კომიტეტი მზად არის თავად დაიწყოს ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის და არქეოლოგიური ობიექტების მონიტორინგი",- ნათქვამია განცხადებაში.

Comments
Loading...