საქსტატსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

75

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორმხრივ დოკუმენტს ხელი საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და  ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ მოაწერეს და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქსტატსა და ბიზნეს სექტორს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, რაც მნიშვნელოვანია საქსტატისთვის – ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო სტატისტიკური მონაცემების შესაგროვებლად, ხოლო  ბიზნეს სექტორისთვის – სტატისტიკურ ინფორმაციაზე არსებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

"ბიზნესს  საქმიანობის უკეთ დასაგეგმად  ხარისხიანი სტატისტიკური ინფორმაცია ჭირდება. მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ ხელს შევუწყობთ  სტატისტიკის სამსახურსა და კერძო სექტორს შორის ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბებას, რათა ამ მიმართულებით გაუმჯობესდეს სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხი.  კონკრეტული პერიოდულობით, ბიზნეს გაერთიანებების ჩართულობით,   გაიმართება შეხვედრები და კიდევ უფრო გაღრმავდება მხარეების შორის არსებული თანამშრომლობა." – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

Comments
Loading...