საქსტატმა ახალი პროდუქტი – “ხელფასების კალკულატორი” წარადგინა

39

ხელფასების კალკულატორი სტატისტიკური ინფორმაციის ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას აძლევს წინასწარ მითითებული პირობის შესაბამისად გაიანგარიშოს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ქვეყნის, რეგიონის, ეკონომიკური საქმიანობის სახეებისა და სქესის მიხედვით.

ხელფასების კალკულატორი საშუალებას იძლევა, სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებელმა გაიანგარიშოს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის სახეებისა და (NACE Rev.1) დასაქმების სტანდარტული კლასიფიკატორის (ISCO-88-ს ერთნიშნა და ორნიშნა დონე) მიხედვით.

ხელფასების კალკულატორი საქსტატის ვებ-გვერდზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

საჯარო ბილიოთეკაში გამართულ ღონისძიებას საქსტატის ხელმძღვანელობასთან ერთად მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Comments
Loading...