საქსპეცტრანსის 100%-იანი წილი 2.8 მილიონად იყიდება

27

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს “საქსპეცტრანსის” 100%-იანი წილი ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა.

მისი საწყისი ღირებულება 2 864 500 ლარს შეადგენს. 2019 წლის 31 იანვრის ბალანსის მდგომარეობით საწარმოს აქტივები – 2 079 200 ლარს, ვალდებულებები – 903 200 ლარს, ხოლო საკუთარი კაპიტალი – 1 176 000 ლარს შეადგენს.

Comments
Loading...