საქმიანი ტურიზმის გამოფენას 100-მდე უცხოური კომპანია დაესწრო

194

თბილისში საქმიანი ტურიზმის მასშტაბური გამოფენა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმისეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ინიციატივით, "B2B Roadshow"-ს ფორმატის ფარგლებში" IMG MICE Geography Show" საქართველოში მოეწყო.

ღონისძიებაზე ექსპონანტ ქვეყნებად წარმოდგენილები იყვნენ: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ასევე "დსთ"-ს სხვა სახელმწიფოები. B2B Roadshow"-ს ფორმატის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვანი 100-მდე უცხოური კომპანია. გამოფენის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები. საქართველოში "IMG MICE Geography Show"-ს ჩატარების მიზანია საქართველო საქმიანი ტურიზმის ცენტრი გახდეს.

Comments
Loading...