საქართველო აშშ-ში ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის, ლიდერია ორგანული ღვინოების წილობრივი მაჩვენებლით

6

ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ორგანიზაციის American Association of Wine Economists AAWE მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოდან იმპორტირებული ღვინის 11.3%-ს ორგანული ღვინის სერტიფიკატი აქვს, რითიც პირველ ადგილს იკავებს ამერიკის ბაზარზე მთავარ იმპორტიორ ქვეყნებს შორის; მეორე ადგილზეა ავსტრია – 7.4%-ით, მესამეზე კანადა – 7.1%-ით.

შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც, 2021 წელს, განხორციელდა ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი – 1.084.278 ბოთლი ღვინო. ექსპორტის ზრდის ტემპები შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც: იანვარ-ივლისის მონაცემებით, ექსპორტირებულია 660 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 16%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (American Association of Wine Economists – AAWE) მე-14 წლიური კონფერენცია, 2022 წლის 24-28 აგვისტოს, საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართება.

Comments
Loading...