საქართველოში 2018 წლის იანვარ-სექტემბერში მშენებლობაზე 7702 ნებართვაა გაცემული

22

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2018 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7702 ნებართვა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,6 პროცენტით ნაკლები) 4536,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,2 პროცენტით ნაკლები).

აღსანიშნავია, რომ ნებართვების 72,0 პროცენტი გაცემულია ქვეყნის 3 რეგიონში, კერძოდ: ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაობის 48,0 პროცენტი ქ. თბილისშია, 13,2 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ში და 10,8 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში.

უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა – ნაგებობების მშენებლობაზე.

გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი 56,1 პროცენტი ქვეყნის 3 რეგიონზეა განაწილებული, კერძოდ: 28,9 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 15,6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 11,6 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

Comments
Loading...