საქართველოში 2 კვირაში 1 000 000 დოზა ვაქცინა შემოვა

11

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ორ კვირაში კორონავირუსის ვაქცინებს მიიღებს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში 1 000 000 დოზა ვაქცინა შემოვა. ეს რაოდენობა 500 000 ადამიანისთვისაა საკმარისი. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რომელი ვაქცინა შემოვა ქვეყანაში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ქვეყანაში შემოვა უკვე არსებული სახის ოთხი ვაქცინა – “ფაიზერი”, “ასტრაზენეკა”, “სინოფარმი” და “სინოვაკი”.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში კოვიდვაქცინები დეფიციციტურია. ერთი მხრივ არ არის საკმარისი რაოდენობის ამცრელი ოთახები მეორე მხრივ კი არ არის ვაქცინების საკმარისი მარაგი.

Comments
Loading...