საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 9.9%-ს მიაღწია

4

2021 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.9% შეადგინა. მაისში ეს მაჩვენებელი 7.7% იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი იყო 5.9%.

2021 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, ფასები ყველაზე მეტად, 2.7%-ით გაიზარდა საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიუს და აირის ჯგუფში.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, მასზე ძირითადი გავლენა მოახდინა ტრანსპორტის ჯგუფში ფასების 22%-ით და სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების 8.8%-ით გაზრდამ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სურსათის ჯგუფში, წლის განმავლობაში ყველაზე მეტად, 47.1%-ით ზეთი და ცხიმი გაძვირდა.

Comments
Loading...