საქართველოში ქალის ხელფასი მამაკაცისას 505.7 ლარით ჩამორჩება

7

საქსტატის დღეს განახლებული მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4 პროცენტით (129.0 ლარით) გაიზარდა და 1 368.5 ლარი შეადგინა.

2021 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1106.4 ლარით, ხოლო კაცების – 1 612.1 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 128.2 ლარი (13.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 139.6 ლარი (9.5%).

საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. მამაკაცების საშუალო ანაზღაურება ქალებისას საშუალოდ 505.7 ლარით აღემატება.

 

 

გენდერული უთანასწორობა საქართველოს ეკონომიკაში ჯერ კიდევ მაღალია.

გაეროს კვლევა „საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის სწრაფი გენდერული შეფასება“ განხორცილდა შვედეთის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ და ნორვეგიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) ახორციელებს.

ცნობისთვის, ქალები საშუალოდ მამაკაცებზე გაცემული ანაზღაურების მხოლოდ 2/3-ს გამოიმუშავებენ და ქალების ნახევარზე ნაკლებია დასაქმებულია სახლს გარეთ. შრომის ბაზარზე ქალების მნიშვნელოვანი როლის მიუხედავად, შრომის ანაზრაურების მხრივ, მამაკაცებთან შედარებით, საკმაო დისბალანსია.

Comments
Loading...