საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ 74.2 წელი შეადგინა

4

PMCG-ის კვლევის მიხედვით, სიცოცხლის ხანგრძლივობის თვალსაზრისით, 2020 წელს საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ 74.2 წელი შეადგინა.

აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 101-ე და EaP ქვეყნებს შორის მე-3 ადგილს იკავებს.

“ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით, საერთაშორისო დონეზე საქართველო არის ზედა-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანა, რომელიც ხასიათდება უთანასწორობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზომიერი მაჩვენებლებით. არასაკმარისი ხარისხის განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების გამო, საქართველო ვერ ახერხებს ადამიანური კაპიტალის მობილიზებას ეკონომიკური განვითარების უფრო მაღალი დონის მისაღწევად”, – აღნიშნულია კვლევაში.

2010-დან 2020 წლამდე, შინამეურნეობების ნომინალური შემოსავლები შესამჩნევად გაიზარდა. 2010 წელს საშუალო თვიური შემოსავალი საქართველოში 569 ლარი იყო, 2020 წლისათვის კი – 1029 ლარი. ამ პერიოდში საშუალო ზრდის ტემპი იყო 6%. 2010-2015 წლებში შემოსავლის ზრდა შესამჩნევი იყო – 10% (საშუალო ზრდის ტემპი), ხოლო 2016-2020 წლებში 2%. 2020 წელს, COVID-19 კრიზისის შედეგად, შინამეურნეობის ნომინალური შემოსავალი, 2019 წელთან შედარებით, 3%-ით შემცირდა.

Comments
Loading...