საქართველოში საჰაერო ხომალდებისთვის მომსახურების გაწევა დამატებითი გადასახადისგან თავისუფლდება

230

"საქართველოს საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა გვინდა გავათავისუფლოთ დამატებითი გადასახადისგან", – აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"დამატებით წარვადგინეთ დღეს ექვსი ახალი ინიციატივა. საქართველოს საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა გვინდა გავათავისუფლოთ დამატებითი გადასახადისგან.

მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ამავე დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი თავისუფალი ვაჭრობის და ასოცირების ევროკავშირის ხელშკერულებასთან, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული შეღავათით მნიშვნელოვნად წავახალისებთ იმას, რომ საქართველო გახდეს რეგიონალური ჰაბი საჰაერო გადაზიდვების თვალსაზრისით და ამავე დროს ხელს შეუწყობს, რომ ის კომპანიები, რომელბიც აწარმოებენ მომსახურების ექსპორტს, მათი საქმიანობის არეალი გაფართოვდეს", – განაცხადა ბახტაძემ.

Comments
Loading...