საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა

6

მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ბენზინი ფასი ქვეყანაში საშუალოდ 73 თეთრით არის გაზრდილი. რეგულარის ტიპის საწვავის ფასი 3 ლარის ნიშნულს უახლოვდება. ხოლო, პრემიუმის ღირებულებამ უკვე რამდენიმე თვეა 3 ლარს გადააჭარბა. ფასის მატების მთავარ მიზეზად, მსოფლიოს მასშტაბით საწვავის გაძვირება სახელდება.

მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე ერთი ტონა ბენზინის ფასი, დაახლოებით 80 დოლარით არის გაძვირებული.

შექმნილ ვითარებაში, სპეციალისტები გამოსავალს „მცურავი აქციზის“ დაწესებაში ხედავენ. მათი ნაწილი კი აცხადებს, რომ ბენზინზე ფასების ზრდას შესაჩერებლად აქციზის გადასახადის განახევრებაა საჭირო.

Comments
Loading...