საქართველოში საწვავის იმპორტი 57%-ით გაიზარდა

4

2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 009.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 981.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. ხოლო იმპორტი 7 028.4 მლნ. აშშ დოლარს. 

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 632.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.0 პროცენტი შეადგინა.

მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 576.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 530.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.5 პროცენტი).

საწვავის იმპორტის მოცულობა პირველ სამ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21.6%-ით $7.028 მლრდ-მდე, ხოლო სექტემბერში 23.5%-ით $926 მლნ-მდე გაიზარდა.

Comments
Loading...