საქართველოში საშუალო ხელფასი 1,256 ლარამდე გაიზარდა

6

საქართველოში საშუალო ხელფასის მოცულობა გაიზარდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ქვეყანაში საშუალო ხელფასმა 1,256 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4.4%-ით არის გაზრდილი.

საქსტატის მიხედვით, სექტორები, რომლებშიც ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასები დაფიქსირდა ასე ნაწილდება:

1) საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2,448 ლარი, კლება წინა წელთან 5.7%;
2) კომუნიკაციები და ინფორმაცია – 2,159 ლარი, ზრდა წინა წელთან 14.4%;
3) პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1,798 ლარი, ზრდა წინა წელთან 0.2%;
4) მშენებლობა – 1,664 ლარი, კლება წინა წელთან 2.3%.

Comments
Loading...