საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ ერთ თვეში მილიონს გადააჭარბა

277

2017 წლის აგვისტოში საქართველოს 1,080,449 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 232,068-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +27.4%)-ია. აგვისტოს თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 573,368 შეადგინა, რაც 122,721-ით მეტია 2016 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +27.2%).

საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ზაფხულის სეზონზე. ივნისი-აგვისტოს მონაცემებით საქართველოს 2,729,429 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, რაც 597,527-ით მეტია გასული წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით. (ზრდა +28%) რაც შეეხება იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს ზაფხულის სეზონზე 1,421,031 შეადგინა, რაც 350,168-ით მეტია გასული წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდთან შედარებით (ზრდა +32.7%).

Comments
Loading...