საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 14%-ით გაიზარდა

6

მიმდინარე წლის ექვს თვეში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 14%-ით გაიზარდა.

2021 წელს ავტომობილების იმპორტმა $365 მილიონს გადააჭარბა, ხოლო გასულ წელს $320 მილიონი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში $229 მილიონით (32 ათასი ავტომობილი) მსუბუქი მანქანების მთავარი იმპორტიორი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებია. $58.8 მილიონით და 4.5 ათასი ერთეულით მეორე ადგილზე იაპონიაა. გერმანიიდან, რომელიც მესამე ადგილზეა $33.6 მილიონი დოლარის 3.5 ათასი ავტომობილია იმპორტირებული.

Comments
Loading...