საქართველოში კლუბ Sekoya-ს ქოლგის ქვეშ გაშენდება ლურჯი მოცვი, რომლის რეალიზაციას კომპანია “სანლუკარი” უზრუნველყოფს

14

აგრო საკონსულტაციო კომპანია “აგრითაჩის” ხელმძღვანელი, ეკატერინე ვეფხვაძე სოციალურ ქსელში სასიამოვნო სიახლეს ავრცელებს. მისი ინფორმაციით, საქართველოში ლურჯი მოცვი გაშენდება, რომლის რეალიზაციას მთლიანად უზრუნველყოფს საერთაშორისო კომპანია “სანლუკარი”.

“Sekoya-არის კლუბი, რომელიც აერთიანებს 14 ლიცენზიანტ წევრს. აღნიშნული წევრები წარმოადგენენ მსოფლიოში წამყვან სავაჭრო ირგანიზაციებს საკვები პროდუქტების სფეროში.

Sekoya-ს მიზანია თავისი წევრების მეშვეობით მიაწოდოს მარკეტს ლურჯი მოცვი წელიწადში 52 კვირის განმავლობაში.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ეს არის სრულიად ახლად შექმნილი ჯიშები, რომლებიც ხასიათდება გრძელვადიანი შენახვისუბარიანობით, ზომით, სიმტკიცით, გასაოცარი და გამორჩეული გემოთი და მხოლოდ Sekoya-ს პლატფორმის ფარგლებში იქნება მისი მოყვანა შესაძლებელი.

Sekoya-ს 14 წევრიდან ერთ-ერთია კომპანია “სანლუკარი”, რომელიც არის გლობალური კომპანია, სადაც დასაქმებულია დაახლოებით 3 200 თანამშრომელი 30-ზე მეტი ქვეყნიდან და ოპერირებს 35 ქვეყანაში.

სწორედ მისი ქოლგის ქვეშ გავაშენებთ Sekoya-ს მოცვს საქართველოში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მოვიყვანთ ამ კლუბური ჯიშის მოცვს, ხოლო რეალიზაციას მთლიანად უზრუნველყოფს “სანლუკარი”. – წერს ვეფხვაძე.

Comments
Loading...