საქართველოში ზეთისხილის მოსავლიანობა გაიზარდა

14

საქართველოში 2021 წელს ზეთისხილის მოსავლიანობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა. ზეთისხილის ასოციაციის ცნობით, ამ ეტაპზე უკვე მოკრეფილია 200 ტონა ზეთისხილი და კრეფის პროცესი მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება.

ქართული ზეთისხილი ადგილობრივი მოხმარების პარალელურად ექსპორტზეც გადის ძირითადად დიდი ბრიტანეთსა და დსთ-ს ქვეყნებში.

„რაოდენობა კიდევ გაიზრდება რადგან რთველი ჯერჯერობით არაა დასრულებული. ძირითადად ნოემბრის ბოლოს სრულდება და შესაძლოა დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდეს. ქართული ზეითუნის ზეთი საკმაოდ კონკურენტუნარიანია სხვა წამყვანი მწარმოებელი ქვეყნების ზეთებთან მიმართებაში, შესაბამისად ხარისხითაც და ფასითაც იგი კონკურენციას უწევს უცხოურ ზეთებს“,- აცხადებენ გაერთიანებაში.

Comments
Loading...