საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2016 წელს, წინა წელთან შედარებით 6,8%-ით გაიზარდა

278

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2016 წელს, წინა წელთან შედარებით 6,8%-ით გაიზარდა და შეადგინა 11573,6 მილიონი კვტ. სთ.

2016 წლის განმავლობაში მოპოვებულია 38,6 ათასი ტონა ნედლი ნავთობი, 296,5 ათასი ტონა ქვანახშირი და 6,6 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი.

ელექტროენერგიის მოხმარებამ 2016 წელს შეადგინა 10486,5 მლნ.კვტ.სთ. ბუნებრივი გაზის მოხმარებამ შეადგინა 2125,7 მლნ.კუბ.მ. ნავთობპროდუქტების მოხმარება გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 12,6%-ით.

სექტორული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის სექტორი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 35,5%. 2016 წელს მოხმარებული ენერგორესურსების 29,4% მოდის შინამეურნეობებზე, 17,9% – მრეწველობაზე, 2,6% – მშენებლობაზე, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაზე 0,7%, ხოლო დარჩენილი 13,9% – კერძო და სახელმწიფო მომსახურების სხვა დარგებზე ნაწილდება.

Comments
Loading...