საქართველოს TOP-10 ინვესტორთა სიაში, ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიაც მოხვდა (bm.ge)

65

2017 წლის TOP-10 ინვესტორთა სიაში, რომელთაც საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელეს, ერთ-ერთი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "საქართველოს თანაინვესტირების ფონდში" შემავალი საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდია.

როგორც bm.ge-ის ტურიზმის განვითარების ფონდში განუცხადეს, 2017 წელს უშუალოდ ფონდის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 56 მლნ აშშ დოლარს აღემატება. 

მისივე ინფორმაციით, 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში 8 პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 550 მლნ აშშ დოლარს უტოლდება.

პროექტები თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ხორციელდება.

Bm.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა TOP-10 ინვესტორი კომპანიებისს სია, რომლებმაც 2017 წელს საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვსტიცია განახორციელეს:

  1. შპს რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი;
  2. აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
  3. BP ჯგუფი;
  4. შპს მაგთიკომი;
  5. სს ენერგო-პრო ჯორჯია;
  6. შპს ჯორჯიან მანგანეზი;
  7. სს მეტრო ავრასია ჯორჯია;
  8. ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში;
  9. შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი;
  10. სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია.

წყარო: bm.ge

Comments
Loading...