საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუმჯობესდა

13

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით – 23.9 მლრდ აშშ დოლარი (-81.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ის -150.5 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1.0 მლრდ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

“2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 11.2 მლრდ აშშ დოლარია (38.1 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 59.0 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 35.1 მლრდ აშშ დოლარი (119.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელზე 958.7 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია,” – ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

Comments
Loading...